ტრენინგის მეცხრე დღე

დღე გაზეთის შეფასების რუბლიკაზე ვიმუშავე. ვისწავლე როგორ უნდა აიტვირთოს დრაივზე ფაილი, ფოლდერი და როგორ გამოქვეყნდეს ბლოგზე. ვისაუბრეთპროექტის შეფასების ჩეკლისტზე. წარვადგინეთ პრეზენტაცია შეფასების რუბლიკაზე და გეგმაზე.
ჩემთვის ეს ტრენინგი იყო მნიშვნელოვანი, რადგან ვისწავლე:

  პროექტი რომელი კომპონენტებისაგან შედგება იგი. რას ნიშნავს პროექტი, რა დანიშნულება აქვს მას სასწავლო პროცესში. რა განსხვავებაა გეგმასა და პროექტს შორის. გავეცანი ონლაინ სახელმძღვანელოს. გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტს გახსნასა და შენახვას.  გავხსენი ბლოგი.

გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გამოვყავი სამი ძირითად საკითხი. თემის ირგვლივ შვარჩიე შესაბამისი უნარები პროექტისთვის. გავეცანი ბუკლეტის მიზანსა და მის შინაარს. ვისწავლე ბუკლეტის შექმნა, განვიხილეთ ბუკლეტის შაბლონების რამდენიმე ვარიანტი.ვისარგებლე შაბლონით და შევქმენი თემაზე მორგებული ბუკლეტი.

დღევანდელ დღეს საუბარი იყო სასწავლო პროექტბის დაგეგმაზე.განვიხილე და გამოვიყენე ეროვნულის სასწავლო სტანდარტები,ასევე გამოვიყენე 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები.გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების შაბლონებს.

გავეცანი მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენისა და საჭიროებების სტრატეგიებს. შევარჩიე თემის თემის შესაბამისი მეთოდი, რომელიც დაადგენს მოსწავლეს წინარე ცოდნას. დავადგინე საჭიროებები,შევარჩიე და შევიტანე სასწავლო პროექტების გეგმაში. შევქმენი კონკრეტული სქემა შესაბამისი ინსტრუმენტებით ვორდის პროგრამაში.

 ვისწავლე ბლოგის გაფორმება, ბლოგზე ინფორმაციის ატვირთვა. კერძოდ, პრეზენტაციის და ფაილის ატვირთვა. ასევე, დრაივზე ფაილების ატვირთვა, წაშლა და აღდგენა. გავეცანი პრეზენტაციის  შაბლონებს, ავარჩიე და შევქმენი სავარაუდო საპრეზტაციო მოდელი.

ვისწავლე სასწავლო ნიმუშების შექმნაა. ამოვიწერე მეოთხე მოდული, რომელიც ეხებოდა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. გავეცანი სახელმძღვანელოში არსებულ სხვადასხვა პროექტს და დავიწყეთ პროექტის თემიდან გამომდინარე მოსწავლის ნაშრომის შექმნა. შევარჩიე ინსტრუმენტად მოსაწავლის ნიმუშიდან გაზეთი და ვიმუშავეთ, იგი პასუხობდა მოსწავლეზე გათვლილ  სტანდარტებს.

გავეცანი 5 მოდულს, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა პროექტების შფასებას. გავეცანი შეფასების 5 სტრატეგიას:
1. წახალისების, თვითრეგილირებადი სწავლისა და თვითშეფასების უნარის შესაფასებელი სტრატეგიები.
2. პროგრესის მონიტორინგის სტრატებიები.
3. სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის.
4. გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
შევარჩიეთ მეთოდები, შესაბამისი ინსტრუქციები. ასევე შევქმენით გაზეთის ჩეკლისტი.


Comments

Popular posts from this blog

ტრენინგის ნეშვიდე დღე